ჩემს შესახებ

კითხვის ეფექტური მეთოდები

მეთოდი:    მნიშვნელოვანი სიტყვები
თემა:           რატომ ვრთავთ ნაძვის ხეს?
     კლასი:        III   
     მიზანი:
§  საინფორმაციო ტექსტის გააზრება და სიღრმისეული წვდომა;
§  ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
§  მსჯელობის, წაკითხული ტექსტის გაგების და ანალიზის უნარის განვითარება.
გაკვეთილის მსვლელობა:
    A ფაზა(გამოწვევა):
    ვსვავთ კითხვებს:  - როგორ ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად?( ერთ-ერთი  სავარაუდო  პასუხია ნაძვის ხის მორთვა).     -თუ იცით რატომ ვრთავთ ნაძვის ხეს? ამ კითხვაზე პასუხს იპოვით ამ ტექსტში. აქვე ვუხსნით რომ ამ ტექსტზე მუშაობა მოუწევთ მეთოდის გამოყენებით , რომელსაც ეწოდება ,, მნიშვნელოვანი სიტყვები“. ტექსტთან ერთად მოსწავლეებს ვურიგებთ ფერად ბარათებს , სადაც უნდა ამოიწერონ ტექსტის გასააზრებლად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი 5 სიტყვა. ვაძლევთ დროს სავარაუდოდ 7-8 წთ.
B ფაზა(შინაარსის რეალიზება) - მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს   და იწერენ სიტყვებს. მუშაობის დასრულების შემდეგ ბარათებს აკრავენ დაფაზე. ვავლენთ იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად მეორდება.
C ფაზა(რეფლექსია) - ვმართავთ დისკუსიას; რომელი სიტყვები შეირჩა და რატომ?
     ამის შემდეგ კლასს ვყოფთ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ ცალკ-ცალკე      დავალებებს:
§  ამოიწერეთ წინადადებები სადაც ეს სიტყვებია გამოყენებული;
§  ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები;
§  დასვით კითხვები ამ სიტყვების გამოყენებით;
§  დაფიქრდით - სად შეიძლება გაიგონოთ ეს სიტყვები?
     ჯგუფური მუშაობის დამთავრების შემდეგ მოხდება ნამუშევრების წარდგენა.
     ვავსებთ ცხრილს:   რა ვიცოდი-რა გავიგე-რა მინდა გავიგო.
    გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ჯგუფებში ხატავენ ნაძვის ხეებს და აკრავენ  დაფაზე მნიშვნელოვან სიტყვებთან ერთად.

      გთავაზობთ გამოყენებულ ტექსტს:

                     
                                           რატომ ვრთავთ ნაძვის ხეს?

     მართლაც, რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვს და არა სხვა რომელიმე ხეს, ვთქვათ ფიჭვს ან თუნდაც სოჭს?
 მარადმწვანე, სურნელოვანი, კოხტა ნაძვის ხე ძველთაგანვე ითვლებოდა განსაკუთრებულ მცენარედ. ძველ გერმანელებს სწამდათ, რომ ნაძვში ცხოვრობდა კეთილი სული, რომელიც ყველა მცენარეს, მხეცსა და ფრინველს იცავდა. ამიტომ ნაძვთან ხშირად მიდიოდნენ თაყვანისსაცემად. მისი ტოტები მიჰქონათ სახლში და კედელზე ჰკიდებდნენ. შემდეგ კი, ახალ წელს, მთელი ხის დადგმა დაიწყეს.
     ნაძვის თაყვანისცემის წესი გადაიღეს ჰოლანდიელებმა,  შემდეგ ინგლისელებმა, რომლებიც ნაძვს თაყვანს სცემდნენ არა როგორთ სულის საბინადროს, არამედ როგორც უჭკნობი სიცოცხლის, მუდმივი ახალგაზრდობის და ძლიერების სიმბოლოს. მაგრამ, როგორ იქცევიან ტროპიკებში, სადაც არ იზრდება ჩრდილოეთის მარადმწვანე ნაძვი?       
   იქ მას ცვლიან სამხრეთის მცენარეებით. მაგალითად, ვიეტნამში-ატმის ხის ტოტებთ, იაპონიაში- ერთად შეკრული ლერწმის, ფიჭვისა და ქლიავის ტოტებით, რომლებიც გამძლეობის, ხანგრძლივი სიცოცხლისა და სწრაფი ზრდის სიმბოლოს წარმოადგენენ.

                                                                გამოცანა
                                                ტყეში დაიბადა, ტანი აიყარა,
                                                სახლში შემოვიდა, თავი მოგვიყარა.
                                                                                   /ნაძვის ხე/



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.