ჩემს შესახებ

სკოლაში ჩატარებული აქტივობები

     ურთიერთდასწრება

2024 წლის13 ნოემბერს და 2025 წლის 13 თებერვალს ჩავატარე ურთიერთდასწრების გაკვეთილი მათემატიკასა და ქართულ ენაში.
📚 მათემატიკაში გაკვეთილის თემა იყო რიცხვები ათამდე. დამსწრე ლია ბახუტაშვილი.
👩‍🏫 ქართულში გაკვეთილის თემას წარმოადგენდა ასო-ბგერა ყ-ს განმტკიცება. გაკვეთილს ესწრებოდა ქეთევან ნაოჭაშვილი
👉 გაკვეთილი დაგეგმილი იყო თანმიმდევრულად და საინტერესოდ, ჩართული იყო ყველა მოსწავლე. გამოყენებული მქონდა მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა და აქტივობები'

                            






        ელექტრონული რესურსები

2015 წლის 13 თებერვალს, თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში, შედგა დაწყებითი კლასების კათედრის სხდომა. სხდომაზე ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში ვიდეოფილმებისა და ელექტრონული წიგნების გამოყენების შესახებ. ეს მეთოდი მეტად საინტერესო და სახალისოა მოსწავლეებისათვის, იწვევს მათ  სრულყოფილ ჩართვას სასწავლო პროცესში. მე კათედრის წევრების წინაშე წარვადგინე ჩემს მიერ შექმნილი ვიდეოფილმი "ფრინველები" და ელექტრონული წიგნი "მზე ყველას ეყოფა". ჩემმა კოლეგებმა ლია ბახუტაშვილმა, ქეთევან ასანიძემ, მაია ბაღაშვილმა ასევე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები. პედაგოგებს მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები და სურვილი გამოთქვეს გაკვეთილებზე მათი გამოყენების შესახებ. ყველა მსურველს გადავეცი ჩემს მიერ შექმნილი მასალები.


   


                                                    კითხვის ეფექტური მეთოდები

2014 წლის 21 თებერვალს, თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში, ჩატარდა დაწყებითი კლასების კათედრის სხდომა. სხდომა მიეძღვნა კითხვის ეფექტური მეთოდების განხილვას. მე წარვადგინე ჩემს მიერ დამუშავებული თემა ,,მნიშვნელოვანი სიტყვები". ჩემი მიზანი იყო, დამსწრე პედაგოგებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია  მეთოდის შესახებ. ვისაუბრე აღნიშნული მეთოდის მიზნებზე და დადებით მხარეებზე. თეორიულ ნაწილზე საუბრის შემდეგ წარვადგინე ამ მეთოდით ჩემს მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
    ასევე განვიხილეთ ეფექტური კითხვის სხვა მეთოდებიც, კერძოდ: ,,დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა"(მომხსენებელი ნათია კორკოტაშვილი) და ,,მკითხველის თეატრი" (მომხსენებელი ქეთევან ასანიძე).
კათედრს წევრებმა მოიწონეს აღნიშნული მეთოდები.





                                                        მასწავლებლის პორტფოლიო

2013 წლის 24 ივნისს თბილისის მე–60 საჯარო სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,,მასწავლებლის პორტფოლიო." პრეზენტაციის მიზანი იყო გამეცნო პედაგოგებისათვის პორტფოლიოს არსი და მისი წარმოების წესები.
პრეზენტაციას ესწრებიდნენ სკოლის პედაგოგები. მათ წარვუდგინე PowerPoint–ში აწყობილი პრეზენტაცია, დავურიგე დამხმარე მასალა პორტფოლიოს წარმოებისათვის და ვუპასუხე დასმულ კითხვებს





.                                                    


                                    გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი

2013 წლის 25 აპრილს თბილისის მე–60 საჯარო სკოლაში ჩატარდა დაწყებითი კლასების კათედრის სხდომა. სხდომაზე წარვადგინე ჩემს მიერ დამუშავებული თემა ,,გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი". ჩემი მიზანი იყო გამეცნო პედაგოგებისათვის რა არის სწავლების სამფაზიანი მოდელი და რა გავლენას ახდენს აქტიურ სწავლასა და მოსწავლის სიღრმისეულ აზროვნებაზე, ამ მოდელის დანერგვა ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.
თეორიულ ნაწილზე საუბრის შემდეგ კათედრის წევრებს წარვუდგინე გაკვეთილის სამფაზიანი მოდელით ჩემს მიერ დაგეგმილი ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი ,,როგორ მრავლდებიან ფრინველები". ვაჩვენე ამ გაკვეთილისთვის შექმნილი სლაიდ–შოუ, ერთობლივად განვიხილეთ დაგეგმილი გაკვეთილი. ასევე განვიხილეთ ქეთევან შარაშიძის წარმოდგენილი გაკვეთილი ,,პატარა მოგონებები დიდი მწერლის შესახებ".
კათედრის წევრებმა მოიწონეს გაკვეთილის დაგეგმვის აღნიშნული მოდელი. სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება გაკვეთილები დაიგეგმოს და ჩატარდეს სამფაზიანი მოდელით.






რატომ უნდა ჩავერთოთ პროფესიული განვითარების  სქემაში

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.