ჩემს შესახებ

ინდივიდუალური გეგმები, ინტეგრირებული გაკვეთილების გეგმები


       ინდივიდუალური გეგმები:






   ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა
 დედამიწა და გარესამყარო -
შემაჯამებელი გაკვეთილი ინტერაქტიული თამაშით

სწავლების საფეხური
დაწყებითი III კლასი
მოსწავლეთა პროფილი
27 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს  შევუქმნათ წარმოდგენა  დედამიწის და გარესამყაროს შესახებ
გაკვეთილის მიზნები
 და შედეგები
მიღებული ცოდნის მოყვანა სისტემაში; მრავალმხრივი ინტელექტის განვითარება; საგანთშორისი კავშირები (ბუნებისმცოდნეობა, ქართული, მათემატიკა, მუსიკა). პრობლემების შემოქმეთებითად გადაჭრის უნარის განვითარება. ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება,  ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება, ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება.
ბუნ.III.6. მოსწავლე ახასიათებს მზეს,დედამიწას და მთვარეს.
ქართ.III.2.მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ.III.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.

წინასწარი ცოდნა
 ბუნებისმეტყველებაში ეს თემა შესწავლილი აქვთ სახელმძღვანელოდან, ქართულში შესწავლილი აქვთ საინფორმაციო ტექსტი „მთვარე-ჩვენი თანამგზავრი“, აქვთ მოძიებული ლეგენდები და ლექსები. მათემატიკაში - ორნიშნა რიცხვები და მათზე მარტივი არითმეტიკული მოქმედებები.
შეფასების საგანი
 და პროცედურები
შეფასება ჯგუფური.
ფასდება პირობითი  ქულებით. 
იხილეთ შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და
 ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები-ლ.შალვაშვილი, მ.მაჭავარიანი ,,ჩვენი გარემო“, ვ.როდონაია, მ.მირიანაშვილი, ლ.ვაშაკიძე, ა.არაბული „ქართული ენა“, წინასწარ მომზადებული სამუშაო ფურცლები, რომლებზეც სხვადასხვა ეტაპისათვის განკუთვნილი დავალებაა მოცემული, გლობუსი, ბუკი, პროექტორი, ეკრანი, სლაიდ შოუ.
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეები წინასწარ გაყოფილია   4ჯგუფად - 4კოსმოსურ ეკიპაჟად:
,,კოსმოსი“,, დედამიწა“,,მზე,“,, მთვარე“. თითოეული ჯგუფი ზის ცალკე მაგიდასთან.დაფა მომზადებულია ქულების ჩასაწერად. 

 გაკვეთილის მსვლელობა:
1.მისალმება;
2.ჯგუფების წილისყრა და წარდგენა;
3.კითხვები ჯგუფს „კოსმოსი“
4.სლაიდების ჩვენება-ვარსკვლავები, ტელესკოპები, პირველი კოსმონავტი, ძაღლები კოსმოსში....
5.აქტივობა-ხომალდში სასასხდომად ავაწყოთ სიტყვები-,,მთვარე",,სხივი", ,,გლობუსი" ,,ჰაერი"
6.კოსმოსში გასაფრენად გავშიფროთ კოდი - მათემატიკური მაგალითები - ვინ სწრაფად!
7. მ ი ვ ფ რ ი ნ ა ვ თ ! ! !
8. შეხვედრა უცხოპლანეტელთან-სლაიდი.
9.კითხვები ჯგუფს,,დედამიწა“
10.სლაიდები დედამიწის შესახებ;
11.უცხოპლანეტელის რჩევა;
12.კითხვები ჯგუფს „მზე“.
13.ზღაპარი ვარსკვლავთმრიცხველზე (ლ.შალვაშვილი ,,მინდა ყველაფერი ვიცოდე“ გვ.34);
14.სლაიდები მზის შესახებ;
15.კითხვები ჯგუფს ,,მთვარე“
16.სლაიდები მთვარის შესახებ;
17.დავეშვათ მთვარეზე-გამოვიცნოთ გამოცანები(მასწავლებლის წიგნი)-თითო ჯგუფს 2 გამოცანა
18.დავბრუნდეთ დედამიწაზე-კროსვორდი
ამონათდება ეკრანზე-თითო ჯგუფს 2 კითხვა
19.შევაჯამოთ ქულები(არ ვავლენთ გამარჯვებულ ჯგუფს, მეტი ქულების მქონე ჯგუფი დედამიწაზე ბრუნდება პირველი და ა.შ.)
20.დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ვისმენთ სიმღე-რას „ჩაკრულო“
20.მოგზაურობა დამთავრებულია!


                                                     შეფასების რუბრიკა
ჯგუფები
კითხვებზე
პასუხი
1კითხ-1ქ
ავაწყოთ
სიტყვები
1ქ.
გავშიფროთ
სიტყვა
1-4 ქ.
გამოცანები
1-2 ქ.
კროსვორდი
1-2 ქ.
ჯამი
კოსმოსი






დედამიწა






მზე






მთვარე








                             ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
აკაკის პოეზია და მუსიკა  (ინტეგრირებული გაკვეთილი -ქართული,  მუსიკა)

სწავლების საფეხური
 დაწყებითი,  მესამე კლასი

მოსწავლეთა  პროფილი
27 მოსწავლე


გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ


გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
აკაკის კვირეულის შემაჯამებელი გაკვეთილი, გაკვეთილმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება,მწერლის პიროვნების გაცნობა,  მსჯელობა წერლის ხასიათსა და ბუნებაზე, პოეტური ტექსტის აღქმა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის უნარის განვითარება, დაანახოს მოზარდს საგანთშორისი კავშირები(ქართული, მუსიკა), შეაყვაროს პოეზია, მუსიკა.

ქართ.3.2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტები მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ.3.4.მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ.3.7.მოსწავლეს შეუძლია  ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ3.12.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა  და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
   
წინასწარი ცოდნა
 მოსწავლეებს შეუძლიათ მოსმენა, აზრის გამოთქმა, შთაბეჭდილებების გაზიარებასაპროგრამო მასალის გარდა შესწავლილი  აქვთ აკაკი წერეთლის ბიოგრაფია, ლექსები,  გამოცანები, ნანახი აქვთ მხატვრული ფილმი „აკაკის აკვანი“, შესწავლილი აქვთ სიმღერა „ჩონგური“.





შეფასების საგანი და პროცედურები

შეფასება ინდივიდუალური. ფასდება გაკვეთილში ჩართულობა, აზრის  ჩამოყალიბება,  ვაფასებ ვარსკვლავებით და  სმაილებით.

გაღიმებული სმაილი-მეტ-ნაკლებად ჩართულია, ხშირად პასუხობს კითხვებს,ჩამოყალიბებული აქვს მოსაზრება,მაგრამ უჭირს მსჯელობა.

ვარსკვლავი-ჩართულია სრულად, პასუხობს ყველა კითხვას,გამოთქვამს საკუთარ აზრს, საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებს გამართულად და მსჯელობს ლოგიკურად.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძვანელოები:   ვ.როდონია, მ.მირიანაშვილი, ლ.ვაშაკიძე, ა.არაბული ,,ქართული ენა“,   ბუკი, პროექტორი, ეკრანი, სლაიდ შოუ, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა(გამოწვევა)                                                                               
გაკვეთილს ვიწყებთ მისალმებით და ჩატარებული კვირეულის მოკლე მიმოხილვით, შემდეგ ვსვავ კითხვას - ვინ იყო აკაკი წერეთელი და რატომ უწოდეს მას საქართველოს ბულბული? (5წთ).                                                                                       
B ფაზა(შინაარსის რეალიზება)
  აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის გაცნობა(სლაიდ შოუს ჩვენებით), საუბარი აკაკის პიროვნებაზე, მის პოეზიაზე, მოსწავლეები წაიკითხავენ აკაკის გამოცანებს.
 მოსწავლეებს ვასმენინებთ  აუდიო ჩანაწერს- აკაკი კითხულობს ლექსს „განთიადი“. ასევე აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მოსმენა: „ჩონგური“-ჯანსუღ კახიძის შესრულებით, „ციცინათელა“-ქეთი მელუას შესრულებით, „სულიკო“-ცისფერი ტრიოს შესრულებით და „განთიადი“ ნანი ბრეგვაძის შესრულებით. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები თვითონ ასრულებენ სიმღერას „ჩონგური“ (35წთ).
C ფაზა(რეფლექსია)  
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება(5 წთ).
საშინაო დავალება -თემა „ ჩემი შთაბეჭდილება“


                                ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ცირკი და მხიარული ჯამბაზები  (ინტეგრირებული გაკვეთილი -ქართული,  ხელოვნება)

სწავლების საფეხური
 დაწყებითი,  მეორე კლასი

მოსწავლეთა  პროფილი
28 მოსწავლე


გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ


გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
გაკვეთილმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა ცხოვრებისეული ცოდნისა და გამოცდილების  მობილიზებას და გაკვეთილის თემასთან დაკავშირებას. შთაბეჭდილებების პროცესში ემოციების გამოვლენას და თემასთან დაკავშირებული  მასალის ირგვლივ საკუთარი აზრის გამოთქმასა და დასაბუთებას. აგრეთვე,პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება-შეძლოს საუბარი რა არის ცირკი და როგორია ჯამბაზი. კითხვის უნარის გავარჯიშება-შეძლოს ლექსად დაწერილი მოზრდილი ტექსტის წაკითხვა და გაგება. ტექსტზე მუშაობის უნარის გავარჯიშება-შეძლოს მსგავსი სიტყვების მოძებნა ლექსში. სხვადასხვაგვარი წარმოდგენით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებისა დანამუშევარში ასახვის, შემოქმედითობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება. გამოფენის მოწყობა.
ქართ.2.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.2.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.2.4.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ.2.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხული მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ხელოვ.2.2.ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟსა და მოზაიკას.
ხელოვ.2.6.ცდილობს მოცემული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.
ხელოვ.2.7.უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე.    
წინასწარი ცოდნა
    მოსწავლეებს შეუძლიათ მოსმენა, აზრის გამოთქმა, შთაბეჭდილებების გაზიარებაყოფილან /უნახავთ/ ცირკი. საუბრობენ ნათლადგასაგებად  შეუძლიათ სურათის აღწერა. უკვე ფლობენ აპლიკაციის შესრულების საწყის ჩვევებს.

შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ინდივიდუალური. ფასდება გაკვეთილში ჩართულობა, აზრის  ჩამოყალიბება, შემოქმედებითობა და პრაქტიკული მუშაობა.  ვაფასებ ვარსკვლავებით და  სმაილებით (იხ.შეფასების რუბრიკა).

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძვანელოები:   ვ.როდონია, მ.მირიანაშვილი, ლ.ვაშაკიძე, ა.არაბული ,,ქართული ენა“, ნ. მაჭარაშვილი მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა ,,ხელოვნება“ (მოსწავლის წიგნი და სამუშაო რვეული) , ბუკი, დაფა, მუყაო, მაკრატელი, წებო, ფერადი ფანქრები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ფაზა(გამოწვევა)                                                                                          
 გაკვეთილს ვიწყებთ გონებრივი იერიშით - ვუსმენთ  ი.დუნაევსკის ,,ცირკის მარშს“ და შემდეგ ვსვავ კითხვას :სად მოგისმენიათ ეს მუსიკა?
პასუხის მიღების შემდეგ   დაფაზე ვავსებთ მზის ფორმის დიაგრამას -რა გახსენდებათ ცირკის ხსენებისას? მოსწავლეები სავარაუდოდ ასახელებენ ჟონგლიორებს, აკრობატებს,ცხოველთა მომთვინიერებლებს, მასხარებს.....
აქცენტს ვაკეთებ ჯამბაზებზე და ვსვავ კითხვებს: როგორ გამოიყურებიან ისინი? როგორი კოსტუმი აცვიათ?   რა უსვიათ სახეზე?  არიან თუ არა სასაცილოები?     პასუხების მიხედვით ვავსებთ კიდევ ერთ დიაგრამას  (10  წთ).                                                                                             
B ფაზა(შინაარსის რეალიზება) - ახალი მასალის ახსნა                      
  მოდით ვნახოთ როგორი ჯამბაზი დაგვიხატა პოეტმა. ვუკითხავ ესმა ონიანის ლექსს ,,მასხარა“. ვაკითხებ მოსწავლეებს. პასუხობენ გაკვეთილის ბოლოს დასმულ კითხვებს. ტექსტში ეძებენ სიტყვების : კლოუნი, ცეცხლისფერი, ვუყურებთ, ზონარი-მსგავს სიტყვებს(10წთ)
C ფაზა(რეფლექსია)
შესწავლილი ლექსის მიხედვით კიდევ ერთხელ ვახასიათებთ მასხარას და ახალ თვისებებს განსხვავებული ფერის ცარცით ვაწერთ უკვე შევსებულ დიაგრამას.
შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ თვითონ შექმნან ნამუშევრები აღნიშნულ თემაზე. გადავდივართ ხელოვნების სახელმძღვანელოზე, სადაც ისინი ეცნობიან აპლიკაციის ხერხით ნამუშევრის შექმნის თანმიმდევრობას  და ასრულებენ სამუშაოს. მათი ნამუშევრები გამოიფინება ჯერ დაფაზე, შემდგომ კედელზე(20წთ).
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება(5 წთ).


                                   შეფასების რუბრიკა - ცირკი და მხიარული ჯამბაზები


კრიტერიუმები



     მოწყენილი              სმაილი

      მომღიმარი
        სმაილი

     ვარსკვლავი
გაკვეთილში
ჩართულობა
არ არის ჩართული,
პასიურია, პასუხობს
ზოგიერთ კითხვას
მეტ-ნაკლებად ჩართულია, ხშირად პასუხობს კითხვებს
ჩართულია სრულად, პასუხობს ყველა კითხვას,გამოთქვამს საკუთარ აზრს


აზრის ჩამოყალიბება

უჭირს აზრის ჩამოყალიბება

ჩამოყალიბებული აქვს მოსაზრება,მაგრამ უჭირს მსჯელობა
საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებს გამართულად და მსჯელობს ლოგიკურად


შემოქმედებითობა და პრაქტიკული მუშაობა

გაუჭირდა დავალების შესრულება


შექმნა აპლიკაცია

შექმნა აპლიკაცია და გააფორმა საკუთარი ფანტაზიით



                                      ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
საგზაო მოძრაობის წესები   (ინტეგრირებული გაკვეთილი -ქართული, ბუნება, ხელოვნება)

სწავლების საფეხური
 დაწყებითი,  პირველი კლასი

მოსწავლეთა  პროფილი
27 მოსწავლე


გაკვეთილის ხანგრძლივობა
35 წთ X 2


გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს და გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობისათვის
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ამოიცნობს  და განმარტავს ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ ძირითად პირობით ნიშნებს. კითხულობს დაფიდან და წიგნიდან. შეუძლია ნახატების მიხედვით ამბის თხრობა.ერთვება სიტუაციურ თამაშში და ანხორციელებს როლის შესაფერის ქცევას. ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა); ქმნის ელექტრონულ ფორმატში ნახატს (პროგრამა Paint). გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს ნამუშევარში.
ბუნ.1.7. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.
ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისიდამოკიდებულება                                                                                                      ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვა.
ხელოვნ.1.3. მოსწავლე აკირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში
 ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.

წინასწარი ცოდნა
იციან რა არის გადასასვლელი, შუქნიშანი, ტროტუარი,სამანქანო გზა. იციან ისტ-ის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცნებები და ოპერაციები.
იციან პროგრამა Paint -ის ინსტრუმენტები,ფიგურების ხატვა,ფერის ჩასხმა.

შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ინდივიდუალური. ფასდება გაკვეთილში ჩართულობა, აზრის ჩამოყალიბება, ბუკში მუშაობა. ვაფასებ შუქნიშნის ფერებით გაფერადებული სმაილებით (იხ.შეფასების რუბრიკა).

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძვანელოები: ლ.შალვაშვილი ,,ჩვენი გარემო“,  ვ.როდონია,
მ.მირიანაშვილი, ლ.ვაშაკიძე, ქ.თოფაძე ,,დედაენა“, ნ. მაჭარაშვილი მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა ,,ხელოვნება“ , ბუკები, დაფა, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის ბარათები..

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ფაზა(გამოწვევა)                                                                                           1. გაკვეთილს ვიწყებთ პატარა ამბის თხრობით ორ ბიჭზე, რომლებიც არასწორად კვეთენ ქუჩას.ამის შემდეგ ვსვავ კითხვებს- როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევიან თუ არა ბიჭები?  სად უნდა გადავკვეთოთ ქუჩა? რა არის შუქნიშანი? რომელ ფერზე უნდა გადავიდეთ გადასასვლელზე?   მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს                                                                                                                               2. ამის შემდეგ ვისწავლით ლექსს შუქნიშანზე:
       წითელ შუქზე მოძრაობას წყვეტს ყველა და ყველაფერი,
       ყვითელ შუქზე მოემზადეთ ნიკოც, ზურაც, ნინოც, მერიც.
       მოძრაობის ნებას გაძლევთ, მხოლოდ ჩემი მწვანე ფერი,
       სულ ესაა ჩემი თხოვნა, სურვილი კი მწვანე გზები (10 წთ).
B ფაზა(შინაარსის რეალიზება) - ახალი მასალის ახსნა                                              3. ბუნება - პირობითი ნიშნების შესწავლა(10 წთ)                                                            4. ბუკი-ვისწავლოთ ქართული 3 - საგზაო მოძრაობის წესები (5 წთ)
  5. ქართული - წითელი და მწვანე (10 წთ)
                           შესვენება(5 წთ)
C ფაზა(რეფლექსია)
6.ნახატის აღწერა - ვინ იქცევა სწორად?(5 წთ)
7.ვთამაშობთ და ვსწავლობთ-მოსწავლეები ირგებენ შუქნიშნის, პოლიციელის და ფეხით მოსიარულის როლს(10 წთ)
8.ხატვა ბუკებში-ტრანსპორტი ქალაქში(15 წთ)
9.გაკვეთილის შეჯამება და შეფასება(5 წთ)

       
                                  შეფასების რუბრიკა - საგზაო მოძრაობის წესები
                                      

კრიტერიუმები


წითელი
ყვითელი
მწვა ნე
გაკვეთილში
ჩართულობა
არ არის ჩართული,
პასიურია, პასუხობს
ზოგიერთ კითხვას
მეტ-ნაკლებად ჩართულია, ხშირად პასუხობს კითხვებს
ჩართულია სრულად, პასუხობს ყველა კითხვას,გამოთქვამს საკუთარ აზრს


აზრის ჩამოყალიბება

უჭირს აზრის ჩამოყალიბება

ჩამოყალიბებული აქვს მოსაზრება,მაგრამ უჭირს მსჯელობა
საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებს გამართულად და მსჯელობს ლოგიკურად


ბუკში მუშაობა
ვერ ნახა დავალება.
ვერ შექმნა ელექტრონულ ფორმატში ნახატი
ნახა დავალება, გაუჭირდა გახსნა. ელექტრონულ ფორმატში ნახატი შექმნა დახმარებით

ნახა დავალება, გახსნა უპრობლემოდ. შექმნა ელექტრონულ ფორმატში ნახატი
                                                     
                                                       
                                                           

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.