ჩემს შესახებ

пятница, 9 апреля 2021 г.

                             მოგესალმებით ჩემს ბლოგზე! 


         მე გახლავართ მზია ხუსკივაძე, ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების პედაგოგი.         

         დავიბადე ქალაქ თბილისში 1961 წლის 2 დეკემბერს, პედაგოგების ოჯახში. წარჩინებით დავამთავრე ქალაქ თბილისის მე-100 საშუალო სკოლა. შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი და დაწყებითი კლასების გადამზადების სპეცფაკულტეტი.
         2011წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. ვარ უფროსი მასწავლებელი.
        ამჟამად ვასწავლი პირველ კლასს. მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ ხარისხიანად შევასრულო.
        ბლოგი ,,პორტფოლიო" შექმნილი მაქვს 2012 წელს. ბლოგზე წარმოდგენილი მაქვს ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები და აქტივობები.  შევქმენი პრეზენტაციები შესწავლილი ასო-ბგერების განმტკიცებისათვის. დავამატე ახალი რესურსი ,,ვითამაშოთ გამომძიებლობანა", სადაც მოსწავლეებს თამაშის სახით ვთავაზობ გრამატიკულ სავარჯიშოებს. ასევე დავამატე სადამრიგებლო საათისათვის შექმნილი რესურსები.
        რესურსები დალაგებული მაქვს თემების მიხედვით, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ. 
        2009 წლიდან შექმნილი მაქვს ჩემი სადამრიგებლო კლასების ბლოგი ,,ჩვენი თვალით დანახული სამყარო" -  https://khuskivadze.blogspot.com/
        ვიმედოვნებ, ორივე ბლოგი საინტერესო იქნება თქვენთვის.
        

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.